Sunday, November 11, 2018

მეცხრე დღის რეფლექსია

დავასრულეთ შესასრულებელი მასალები, მოვისმინეთ ერთმანეთის პროექტების პრეზენტაციები, გაუზიარეთ აზრები ერთმანეთს. თითოეულის პრეზენტაცია მეტად ორიგინალური, საინტერესო და აქტუალური იყო. ტრეინინგის კურსი იყო ძალიან საინტერესო და მეტად მნიშვნელოვანი თანამედროვე მასწავლებლისთვის. დიდი მადლობა ასეთი შრომისთვის ქალბატონ მაიას.

Saturday, November 10, 2018

მერვე დღის რეფლექსია

ვისწავლეთ ფასილიტაციის ფორმები, google -ს ფორმების შექმნა. შევქმენით ფასილიტაციის კითხვარი, რომელიც საინტერესო და საჭირო რესურსია მასწავლებლებისთვის. დავასრულეთ ძირითადი დავალებები და გავაფორმეთ ბლოგი. მადლობა ქალბატონ მაიას!

პროექტის პრეზენტაცია

Monday, November 5, 2018

მეშვიდე დღის რეფლექსია

ვისაუბრეთ დიფერენცირებაზე, საინტერესო იყო მრავალმხრივ ინტელექტზე ტრენერის საუბარი, განვიხილეთ სწავლების ტიპები. ვიმუშავეთ პრაქტიკულ სამუშაოებზე, დავასრულეთ ბუკლეტი და პრეზენტაცია.

Saturday, November 3, 2018

მეხუთე დღის რეფლექსია

ძალიან საინტერესო დღე იყო, ვნახეთ დასრულებული ბუკლეტები, შევაფასეთ და გავუზიარეთ აზრები. გავიხსენეთ  PowerPoint მუშაობა და შევქმენით მოსწავლის პრეზენტაციის ნიმუშები. ტრენერმა აგვიხსნა შეფასება. დიდი მადლობა ქალბატონ მაიას ასეთი გულმოდგინებისთვის!

Monday, October 29, 2018

მეოთხე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო  იყო..
ვისწავლე ბუკლეტის გაკეთება და გაფორმება. ასევე საინტერესო იყო სოციალური კომუნიკაცია ბლოგის დახმარები, რაც ხელს შეუწყობს თანამშრომლობას.

მწვანე სახლი


                            
                                 მწვანე სახლი
     

       ზოგადი კითხვა: რა ფერია სახლი?

        თემატური კითხვები:
  • ცისფერთან ერთად, კიდევ რა ფერითაა დედამიწა დაფარული?
  • რატომ ეძახიან დედამიწას მწვანე პლანეტას?
  • შეიძლება თუ არა მცენარეების საფარი იყოს სახლიც ცოცხალი არსებებისთვის?
  • სად ცხოვრობენ გარეული ცხოველები?
  • რატომ ეძახიან ტყეს ცხოველების სახლს?



შინაარსობრივი კითხვები:

  • რა არის ტყე?
  • როგორ ტყეს ვიცნობთ?
  • როგორია წიწვოვანი ტყე?
  • როგორია ფოთლოვანი ტყე?
  • როგორ ტყეს ვუწოდებთ შერეულს?
  • როგორია ტროპიკული ტყე?

  • რომელი ცხოველები ცხოვრობენ ტყეში?